აქტუალური
დავით ზალკალიანი: „საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“

1handsnake-akt-2საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ზალკალიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა, შესაბამისად, არ იმართება მოსამზადებელი მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის თაობაზე.

„საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბატონი ზურაბ აბაშიძე შეხვდება კარასინს. შეხვედრაზე იქნება ჩვეულებრივად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განიხილავენ ჰუმანიტარულ სავაჭრო საკითხებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.