აქტუალური
სერგეი ლავროვი და ჯონ ქერი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე შეთანხმდნენ

1kerry-lavrovსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების მშვიდობიანი და დიალოგის გზით მოგვარების მნიშვნელობა განიხილეს. ორივე მათგანმა უარყო ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე გუშინ ორჯერ გაიმართა.