საზოგადოება
წვრთნაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წამყვან ქვეყანას შვედეთი წარმოადგენდა, სადაც განთავსებული იყო ოპერაციების დაგეგმვის შტაბი. მონაწილე ქვეყნების კოორდინაცია ტელეხიდისა და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ხორციელდებოდა. ისინი დავალებებს ოპერაციების დაგეგმვის შტაბიდან იღებდნენ, რის შემდეგაც ერთობლივად მოქმედებდნენ. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით ქვეყანაში კრიზისი განვითარდა, რის გამოც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დახმარებისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა. შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადები, რომლებიც პირობით ქვეყანაში „სტაბილურობის ოპერაციებს“ ასრულებდნენ.
სწავლების მიზანს კრიზისის მოგვარების პროცესში სამხედრო და პოლიციური დანაყოფების სამოქალაქო სექტორთან ერთად კოორდინირებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენდა. საქართველოში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის ევროპული სარდლობისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა მონაწილეობდა.