საზოგადოება
"25 წლის წინ, 9 აპრილს, ჩემს ქალაქში რუსეთის ჯარი შემოვიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად. შედეგად 21 დაღუპული, ასობით დაჭრილი და ათასობით მოწამლული ადამიანი მივიღეთ. იმ ტრაგიკულ ღამეს მაინც გვიხაროდა, რომ იმპერიის დასასრული გამოჩნდა და გვჯეროდა, რომ მთელი მსოფლიო იბრძოლებდა მშვიდობისათვის და არ დაუშვებდა იმპერიალიზმს. სამწუხაროდ, ისე იგრძნობა, რომ 25 წლის შემდეგაც ისევ იქ ვართ, იმედებით სავსე. რუსეთი კი წლიდან წლამდე საკუთარ ჯარებს კვლავაც აგზავნის მორიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოკუპაციისათვის. ჩვენ, დანარჩენი მსოფლიო ამას თითქოს ვერაფერს ვუპირისპირებთ...
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, როგორ საშინლადაც უნდა ჟღერდეს ეს. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავად აკეთებენ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევანის ნაწილი არ არის. ასეთია ფაქტები და ისინი არ შეიცვლება, ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს, ყირიმი აუცილებლად დაბრუნდება, დნესტრისპირეთიც, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც აუცილებელად დაბრუნდება, ასეთია ისტორიის ლოგიკა. ამის დასტურია ის, რომ თქვენ აღარ დგახართ პრაღაში და ტალინში. აღარ არსებობს ბერლინის კედელი, დღეს, კოლეგებო, სრული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინის დემოკრატიულ ხელისუფლებას. ხოლო ხვალ ასეთივე მკვეთრი და ნათელი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთს, რომ ამ ასამბლეაში, ამ დარბაზში ჩვენ გვერდით არ არის ადგილი იმ ადამიანების, ვინც ხმას აძლევს დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციასა და ანექსიას", – განაცხადა თინა ხიდაშელმა.