პოლიტიკა
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს (ვიდეო იხილეთ აქ).
რუსთაველზე მდებარე მემორიალთან მელიას გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვაში სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.„ნიკა მელია თბილისისთვის არაფერს წარმოადგენს, ის არის რიგითი კრიმინალი, „ნაციონალები“ 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხს ხოცავდნენ, ამ სისხლიან მიწაზე მათ მოსვლის უფლება არ აქვთ", - განაცხადა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა რამაზ გაგნიძემ.
"სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის გაუგებარ რამეს აპროტესტებს იმ დღეს, როცა, ტრადიციულად, მთელი ერი ერთიანდება და მიაგებს პატივს დაღუპულ მამულიშვილებს", - განაცხადა, თავის მხრივ, ნიკა მელიამ.