პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა გამართა

1Sxdoma-polit-1საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ მიმდინარე ეკონომიკური თემები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა.

საბჭოს წევრებმა  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სხდომაზე ასევე იმსჯელეს  ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის საჭირო სამუშაოებზე.