სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

1Americans-samart-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის უსაფრთხოების ოფიცერ ნილ შუბას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც შეეხო.