სამართალი
ირმა ინაშვილი: „სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში სისხლის გუბეები დააყენა“

1Irma-sam-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. არ გამოვა ეს ე.წ. მაიდანი საქართველოში, არაფერი გამოუვათ „ნაციონალებს“, დესტაბილიზაციას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა თეა სიჭინავას გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.

დესტაბილიზაციის საფრთხეების დამადასტურებელ ფაქტებზე საუბრისას ინაშვილმა ქართველი ულტრანაციონალისტების  ფოტოსურათი წარმოადგინა, სადაც ჩანს 5 ნიღბიანი მამაკაცი, რომლებსაც ხელში ქართული დროშა ეჭირავთ, უკან კი უკრაინული, ინაშვილის თქმით, ფაშისტური სამხედრო ორგანიზაცია „უნა–უნსოს“ დროშაა.

ვინ არიან ეს ადამიანები? რა შუაშია საქართველოს დროშა და რა შუაშია ამ ფოტოზე უკან ასახული შინდისფერ-შავი,უნა-უნსოს“, ცნობილი უკრაინული სამხედრო ორგანიზაციის დროშა? მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია ითვლება ერთ-ერთ ფაშისტურ ორგანიზაციად უკრაინაში, - აღნიშნა ინაშვილმა და იქვე დასძინა: რატომ მიყავდათ ქართველი ახალგაზრდებინაციონალებისლიდერებს კიევში? ხომ გახსოვთ, ევრომაიდანზე დაიღუპა დავით ყიფიანი. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რატომ უნდა ეწირებოდნენ ქართველები უცხო ქვეყანაში რაღაც გაუგებარ მოვლენებს? დიახ, „ნაციონალური მოძრაობაწირავს ქართველ ახალგაზრდებს. მინდა გითხრათ, რომ ნუ დაიღუპავთ თავს, ნუ ამაყობთ იმით, რომდღეს მეც მიშა ვარ“, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში სისხლის გუბეები დააყენა და მინდა მოგიწოდოთ - გაემიჯნეთ მათ.

ჟურნალისტის თქმით, პრორუსულ ორგანიზაციებსაც „ნაციონალური მოძრაობა” ქმნის და აფინანსებს.

„რატომ ვერ ვხედავდით ამ პუტინის „ფანებს“, ახლა, ამ ბოლო დროს რომ გამოჩნდნენ? ამ პატარა პრორუსულ წვრილ–წვრილ ორგანიზაციებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის და აფინანსებს, რომელთა გამოსვლებსაც შემდგომ „თავისუფალი ზონისა“ და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გააპროტესტებენ და დაუპირისპირდებიან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.