საზოგადოება
საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ სფეროებში გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის იმედი აქვს.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებად რჩება ადამიანის უფლებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა დაესწრო.