აქტუალური
„თავისუფალმა საქართველომ“ დაასრულა კონსულტაციები პარტნიორ არასაპარლამენტო პარტიებთან საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხზე და 11 აპრილს საზოგადოებას წარვუდგენთ ბლოკის სუბიექტებს და თბილისის მერობის კანდიდატს

1konsult-aqtual-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს ბურჯანაძის გუნდიდან დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ბუნებრივია, ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ მომავალ არჩევნებზე კონკურენცია მოგვიწევს ყოფილ თანაგუნდელთან, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს ჩვენი პარტიული სიით იყრიდა. ჩვენ შევთავაზეთ ბატონ დიმიტრის, რომ ადგილობრივ არჩევნებშიც მონაწილეობა არასაპარლამენტო ოპოზიციის ეგიდით მიეღო, თუმცა მის არჩევანს პატივს ვცემთ.

ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით მისი დასახელების შემდეგ და შევთანხმდით რომ საარჩევნო კამპანიას ურთიერთპატივისცემის პირობებში და აგრესიის გარეშე ჩავატარებთ, რითაც მაგალითს მივცემთ მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც.