საზოგადოება
მირზაანში ფიროსმანობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. მუზეუმის რესტავრირებულ საგამოფენო სივრცეში, ფიროსმანის ნაცნობ ნახატებთან ერთად, კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა მუზეუმებში დაცული ნამუშევრები გამოიფინა.
გამოფენაზე ნიკალას დღემდე უცნობი ნამუშევარი – ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტი იყო წარმოდგენილი. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მთლიანად განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი, რესტავრაცია ჩაუტარდა მუზეუმს, მომზადდა შემეცნებით-საინფორმაციო ფილმი, რომლის პრეზენტაცია ფიროსმანობის დღესასწაულზე მუზეუმში გაიმართა.