პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს და თუ ვინმეს ექნება მსგავსი მცდელობა ან სურვილი, უმკაცრესად დაისჯება!”

1vlasti-polit-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საქართველოში დესტაბილიზაციის შესაძლო საფრთხეზე დასმული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა დესტაბილიზაციის შესაძლო საფრთხეზე, თუმცა განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„მინდა ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ გაბედავს დესტაბილიზაციის მოწყობას და თუ ვინმეს ექნება მსგავსი მცდელობა ან სურვილი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა შესაძლო საფრთხეებსა და იმ სურვილებზე, რომლებიც, შესაძლოა, რომელიმე არანორმალურ ადამიანს ჰქონდეს. საგანგაშო არაფერია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.