უცხოეთი
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ვოლგოგრადსა და პიატიგორსკში ტერაქტები გახსნა, - იუწყება სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი.
„გახსნილია ტერაქტები ქალაქებში ვოლგოგრადსა და პიატიგორსკში. უშიშროების ორგანოებმა პოლიციისა და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად დააკავეს პირთა ჯგუფი, რომლებიც აღნიშნული დანაშაულების მომზადებასა და შესრულებაში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ბორტნიკოვმა ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე. ამ ტერაქტებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.