საზოგადოება
19 ნოემბერს კანადაში საქართველოს საელჩო გაიხსნება. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, აქამდე კანადასთან დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველო ვაშინგტონიდან ამყარებდა.
ამიერიდან კი ამ ქვეყანაში საქართველოს უკვე ოფიციალური წარმომადგენლობა ეყოლება.
კანადაში ყოფნისას ქართული დელეგაცია საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც ეკონომიკური პროექტების განხილვა იგეგმება.