სამართალი
გენერალი წითელაშვილი: „კიევში ქართველი სნაიპერების ჯგუფს გია ბარამიძე და გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდნენ“

1snaiper-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. გენერალ რისტან წითელაშვილიგანცხადებით, მაიდნის აქციებში ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა, რომლებიც კიევში უშუალოდ „ნაციონალების“ მითითებით იმყოფებოდნენ.

„მე ზუსტად ვიცი იმ 4 ადამიანის ვინაობა, ვინც იქ სნაიპერად იმყოფებოდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. გამოძიების მასალები 2 კვირაში გაეგზავნება პროკურატურას. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები არიან. ისინი წინა ხელისუფლებამ ამგვარი საქმეებისთვის გაწვრთნა. მათ ჯგუფს კიევში გივი თარგამაძე და გია ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

1Snaiper