საზოგადოება
ომის ძაღლები

1PSI-saz-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ამ დღეებში დნეპროპეტროვსკიმ ოლქის ოლიგარქმა-გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ გამოაცხადა, რომ “რადგანაც სამართალდამცავი ორგანოები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში წესრიგის დამყარებას ვერ უმკლავდებიან”, ამიერიდან ის იძულებულია, აშშ-დან, ისრაელიდან და გერმანიიდან დაქირავებულების იმედად იყოს. კოლომოისკის კერძო არმია, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ისედაც 4 ათასამდე “ხიშტს” ითვლიდა. ახლა კი, ქვედანაყოფ “ლეონის” გარდა, რომელშიც, ზოგიერთი ინფორმაციით, ბევრი უცხოელი ჯარისკაცი მსახურობს - წესრიგის დაცვაში, ან, თუ გნებავთ, არასასურველებთან ანგარიშსწორებაში ჩართული იქნებიან დაქირავებულები ამერიკული კომპანია “ეკადემიდან”, რომლის “იღბლიანი ჯარისკაცები” მთელ მსოფლიოში მონაწილეობენ ოპერაციებში. გამორიცხული არ არის, რომ სკანდალურად სახელგანთქმული “მაიდნელი სნაიპერებიც” უცხოელი დაქირავებულების რიცხვიდან იყვნენ.

და აი, ახლა გამოჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსულ კერძო დაცვის საწარმოებსაც მისცენ საზღვარგარეთ მუშაობის უფლება. აქამდე ჩვენი სპეციალისტები, რომელთა მომსახურება, სხვათაშორის, გაცილებით ძვირად ფასობდა, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგების მომსახურება, სამუშაოდ უცხოელი ფინანსური მაგნატების და პოლიტიკოსების კერძო ქვედანაყოფებში ეწყობოდნენ, ასე ვთქვათ, ინდივილუალური წესით.

მოკლედ, თუ სახელმწიფო დუმის დეპუტატები ლუგოვოის წინადადებას ხმას მისცემენ, სპეცდანაყოფების რუსი ვეტერანები დაუბრკოლებლად შეძლებენ უკრაინაში მთელი რაზმებით მუშაობას - თუ, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობას უკრაინის რომელიმე მოქალაქე აანაზღაურებს.

http://versia.ru/articles/2014/mar/31/psy_voyny