პოლიტიკა
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტით მიიწვია.
ანგელა მერკელის მიწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ, რომელიც არაუგვიანეს ივნისისა გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში შედგება.