საზოგადოება
ხელისუფლებისთვის განათლების ,,მამა’’ დიმიტრი შაშკინი არ აპირებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორეს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. ამის შესახებ მან №183 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას თქვა, სადაც მან მოსწავლეებს "კატის" სისტემის საგამოცდო პროცედურები გააცნო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელი საკვირაო ქადაგების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ თბილისის 8 საჯარო სკოლის გათავისუფლებული დირექტორები თანამდებობებს დაუბრუნდებიან. ამ დირექტორების გათავისუფლებას რამდენიმე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელების საპროტესტო აქციებს უკავშირებენ, რომლებიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოითხოვდნენ.