უცხოეთი
მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა აღდგა! დონბასი-დონეცკი, ლუგანსკი, ხარკოვი: ეს ჩვენი ბოლო შანსია!

1vostok-ucx-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო ევრომაიდნისა და ქვეყნის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციები გაიმართა ერთიანი დევიზით: „უკრაინა, გოო ჰოუმ“. ხალხი რეფერენდუმის ჩატარებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ოლქების უკრაინისგან ჩამოცილების მასობრივი მომხრეა.

შედეგად 6 აპრილს დღისით დემონსტრანტებმა აიღეს საოლქო ადმინისტრაციის შენობა დონეცკში და უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა ლუგანსკში. ღამე აქ გაცილებით ცხელი იქნება: აქტივისტებს განზრახული აქვთ, იერიში მიიტანონ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაზე.

9 საათისთვის დონეცკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან აქტივისტებმა შეკრება დაიწყეს მეზობელი ოლქებიდანაც. ჩამოაქვთ საბურავები, ფოცრები და ქვიშა ბარიკადების მოსაწყობად. საოლქო ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია შტაბი. სოცქსელების მეშვეობით მეამბოხეები ოლქის მოსახლეობას მიმართავენ: „ყველა, ვისაც შეგიძლიათ, დღეს დონეცკში ჩამოდით. აუცილებელია გავძლოთ 2 დღე. დონეცკში იკრიბებიან ყველა ოლქის წარმომადგენლები. ვითხოვთ სესიის სასწრაფოდ მოწვევას. საჭიროა ბევრი ხალხი.

ეს ჩვენი ბოლო შანსია!!! ვთხოვთ ყველა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლებს, ვისაც შეუძლია, ჩამოვიდეს დონეცკში, საოლქო ადმინისტრაციასთან. წამოიღეთ კარვები მოედანზე დასადგემლად!!! ვთხოვთ დონეცკის მოსახლეობას, დაუყოვებლივ საჭიროა: სამედიცინო ფიზიოლოგიური ხსნარი, ლიონი, სასმელი წყალი, რძე, ავტომანქანის აფთიაქები, ბინტები, ბამბა, ჟგუტები, ყველაფერი პირველი დახმარებისათვის, საბურავები, საკვები, კონსერვები, დასამუხტი საშუალებები, დამაგრძელებლები, ფარნები, საწვავი, ზეწრები, საბნისპირები, ქვიშა, ტომრები, აფხუტები, ფარები, ჯავშანჟილეტები, მავთულხლართები, ნიჩბები, ცეცხლმაქრობები, შეშა, მაყალი,, საძილე ტომრები, გასაბერი ლეიბები“.

დონბასის მოსახლეობამ წამოაყენა მოთხოვნა: 6 აპრილის შუაღამემდე შეკრებილიყო საოლქო საბჭოს დეპუტატთა სესია რეფერენდუმის ზუსტი თარიღის დასადგენად. თუ ეს არ მოხდებოდა, 7 აპრილს შუადღისთვის მას თავად ხალხი დანიშნავდა.

დონბასის კვალდაკვალ აღდგა ხარკოვი. კვირას პრორუსულად განწყობილი ადგილობრივი მცხოვრებლების მიტინგზე მოედანზე პროვოკაციებით შეიჭრნენ „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლები. შედეგად ისინი დააჩოქეს და სირცხვილის კორიდორი ხოხვით გაატარეს. რომ არა „ბერკუტელები“, ხარკოველები „მემარჯვენე სექტორის“ წევრებს გაგლეჯდნენ. ადგილობრივი დროით 8 საათზე ხარკოვში საღამოს მიტინგი დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ამოცანა საოლქო ადმინისტრაციის შენობის აღებაა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გადადო სამუშაო ვიზიტ ლიტვაში და ძალოვანების ექსტრენული სხდომა მოიწვია სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო. სოცქსელებში კი გაჩნდა სენსაციური, თუმცა ჯერაც დაუდასტურებელი ხმები იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკში მიფრინავს.