აქტუალური
ზურაბ ჯაფარიძე: „ხელისუფლების შეცვლას არანაირი მაიდანი არ სჭირდება“

1japariZe-ak-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. „ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების შეცვლას მაიდანი  არ სჭირდება,– ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხოარ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს, ესეთ განცხადებებს, რომ აკეთებს. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაფაროს, ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც დაგროვდა ამ უკანასკნელ პერიოდში. როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გადაწყვიტა, რომ ჭიკაიძისთვის დაევალებინა, რომ სეთი განცხადება გაეკეთებინა. ცხადია, ეს არის სურდი, არანაირი მაიდნისთვის მზადებანაციონალურ მოძრაობას” არჭირდება, მეტიც, “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების შეცვლას მაიდანი და ასეთი რაღაცეები არჭირდება, აქ ისედაც სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე ქვევით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს შს მინისტრმა გაზეთ “პრაიმ-ტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციის მიზნით ქვეყანაში ევრომაიდანს ამზადებს.