რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “შეშლილის ჩანაწერები, ანუ მიშკა სააკაშვილის ვაი-ბანკი”

1vai-obS-2წინასიტყვაობა: 2014 წლის 24 თებერვალს მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, საქართველოს მთავრობას მოვთხოვე, სასწრაფოდ შემოეღოთ სავიზო რეჟიმი უკრაინასთან, რათა უკრაინელ ბოევიკებს ვერ შემოეღწიათ საქართველოში და საერთაშორისო ტერორისტი სააკაშვილის ხელმძღვანელობით თბილისში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება არ მოეწყოთ, როგორც კიევში. 

და აი, დღეს, 2014 წლის 7 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა “პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში საჯაროდ აღიარა, რომ საქართველოში უკრაინიდან ჯგუფებმა შემოაღწიეს, რომლებიც ტრენინგებს სწორედ ამ მიზნებით ატარებენ.

ორივე მათგანს პანიკურად ეშინია კანონის, რომელსაც მათთვის მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი - პუტინი განასახიერებს. აფერისტმა სააკაშვილმა და ქურდმა ტიმოშენკომ იციან, რომ მხოლოდ პუტინს შეუძლია აიძულოს ისინი, პასუხი აგონ მრავალრიცხოვანი სისხლიანი ავანტიურებისთვის, რომლებსაც ანგლოSEXების დახმარებით ახორციელებდნენ, რუსეთის და მისი პრეზიდენტის განადგურება რომ სურთ. აშშ-ს მსოფლიო ბატონობისკენ გზაზე ხომ მხოლოდ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ეღობებიან და ხელს უშლიან პროექტის “ბატონი და მონები” განხორციელებაში!

უნდა ვაღიაროთ, „ტკბილი წყვილი“ ნიჭიერია - რუსეთისადმი სიძულვილში მათ USA-ისტორიის მანძილზე ყველა “დემოკრატიის მამას” აჯობეს, ხოლო მაკკეინის ტიპის თანამედროვე რუსოფობები, თავიანთი საუკეთესო აღზრდილების შემხედვარე, იფსამენ - ან გულის აჩუყებისგან, ან შარდის შეუკავებლობისგან, რაც ვიეტნამში ტყვეობის შემდეგ სჭირთ...

არ ვიცი - დაბეჭდავენ თუ არა მათ გამომეტყველ პროფილებს ახალ 100-დოლარიან კუპიურებზე, მაგრამ თუ დავუჯერებთ პრინციპს, რომ ადამიანი იმ ეროვნებას ეკუთვნის, რომლის ენაზეც იზრდებოდა და ყველაზე უკეთ ლაპარაკობს და აზროვნებს, მაშინ მიშკა სააკიანი - ნახევრად სომეხი - ნახევრად ქართველი არ არის, ხოლო იულკა გრიგიანი - ნახევრად სომეხი და ნახევრად ებრაელი. ისინი ორივე - რუსები არიან, რადგან იზრდებოდნენ და სწავლობდნენ რუსულ ენაზე, რომელზეც დღესაც უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე ყველა დანარჩენზე! ტიმოშენკომ შედარებით ცოტა ხნის წინ, გაჭირვებით შეისწავლა უკრაინული დიალექტი, რომელზეც ისევე საძაგლად ლაპარაკობს, როგორც სააკაშვილი - ქართულად. ამიტომ ყოფაცხოვრებაში, როდესაც სცენიდან ხალხის მოტყუება საჭირო არ არის, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, წერენ და იგინებიან კიდეც: მაგალითად, როდესაც ტიმოშენკო ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ დედას იგინება და მოუწოდებს “რუსეთისგან გადამწვარი მიწაც არ დატოვონ”, “კაცაპები და მათი ხელმძღვანელები ატომური იარაღით გაანადგურონ”, ანდა როდესაც სააკაშვილი რუსულად წერს სტატიას “ომი ახლოვდება. რატომ არ მშვიდდება რუსეთის შეშლილი მეფე” (“War is Coming. Why there is no appeasing Russia's mad king”), რომელიც “Foreign Policy”-მ შემდეგ ინგლისურად თარგმნა. ამ სტატიაში, რომელსაც შეშლილის ჩანაწერების გარდა ვერაფერს დაარქმევ, ოფიციალური ფსიქოპათი და ნარკომანი სიგიჟეში სხვებს ადანაშაულებს, რაც ძალიან სახასიათოა ავადმყოფების ამ კატეგორიისთვის. მხდალი ვირთხა სააკაშვილი, რომელსაც ესმის, რომ საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა, პუტინს და რუსეთს ავთვისებიან სიმსივნეს ადარებს და დასავლეთს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი კიბოს მხოლოდ ასპირინით ებრძვიან.

ტიმოშენკოს მრჩეველი და საყვარელი თავისი ვირთხის ალღოთი ხვდება, რომ ამერიკასა და უკრაინას შორის დაუსრულებლად ყიალს ვერ მოახერხებს. სააკაშვილს ესმის, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხი აგოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, ყირიმისა და სევასტოპოლისთვის, რომლებიც საქართველომ და უკრაინამ მისი გიჟური გეგმების წყალობით დაკარგეს. მიხეილს ესმის, რომ ქართველი “ნაციონალების” ლიდერობიდან ის დღეს უკრაინელი ნაცისტების იდეურ მეთაურობამდე დაეშვა, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ევროპის ცენტრში ნეოფაშისტური გადატრიალება მოახდინეს!

განკითხვის ჟამი ახლოვდება და არაპოპულარული იულკა საქართველოს პროკურატურაში გამოძახებულ მიშასთან ერთად ვაი-ბანკზე წავიდნენ: უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვი მოხსნა 900 ერთეულ სამხედრო ტექნიკას - ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, საწევარებს, ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე პროვოცირებული იქნება სამოქალაქო ომი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთთან, რომელშიც რუსეთს ჩაითრევენ (ზუსტად ისე, როგორც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში). ეს “მარჯვენა სექტორის” ბანდერელებს შორის ტიმოშენკოს რეიტინგს აამაღლებს და მას “ეროვნული უკრაინული ინტერესებისთვის” მებრძოლის შარავანდედით შემოსავს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში მეთაურებს პუტინის მსხვერპლად გამოაცხადებენ, რომელიც “მისთვის სახიფათო რევოლუციურ წყვილს მიშა+იულიას გაუსწორდა”.

წარმატების შემთხვევაში კი სააკაშვილი თბილისში ჩამოფრინდება, სადაც მას მოუთმენლად მოელიან კარგად შეიარაღებული, ნავარჯიშები და ნატრენინგები რაზმები (როგორც ადგილობრივი, ისე უკრაინიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსული) და “ევრომაიდან 2”-ს უკვე რუსთაველის პროსპექტზე მოაწყობს, რის შესახებაც მე არაერთხელ ვაფრთხილებდი ქართველ ხალხს ბოლო 3 თვის ყველა ჩემს პუბლიკაციასა და ტელეგამოსვლაში. მეტიც, უკვე მომზადებული საბურავების დაწვა შესაძლოა საჭირო არც გახდეს - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სააკაშვილს მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოღალატე დაეხმარება, რომლებიც უკვე მართავენ მასთან საიდუმლო კონსულტაციებს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 7 აპრილი
საქართველო, თბილისი