აქტუალური
პრეზიდენტი ლუკაშენკო: “დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულა ის მახინჯი, რომელსაც არ ესმოდეს, რა არის რუსეთი და რა არის სანქციები, და რა შედეგს გამოიღებს ისინი! სანქციები - სრული ბოდვა და სისულელეა, ეს ლაყბობაა! დასავლეთს დღეს არაფრის უნარი არ შესწევს”

1lukaSenko-aqt-1საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს “სრული ბოდვა” და “ლაყბობა” უწოდა. “დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულა ის მახინჯი, რომელსაც არ ესმოდეს, რა არის რუსეთი და რა არის სანქციები, და რა შედეგს გამოიღებს ისინი!” - განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს კალუგის ოლქის გუბერნატორ ანატოლი არტამონოვთან შეხვედრაზე.

“და საერთოდ, ნუ განიცდით. სანქციები და ასეთი რამეები - ეს ყველაფერი სრული ბოდვა და სისულელეა, ეს ლაყბობაა. დასავლეთს დღეს არაფრის უნარი არ შესწევს, და ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ”, - თქვა ლუკაშენკომ.  ამასთან, მან შეახსენა, რომ ბელორუსია უკვე ორი ათწლეულია დასავლეთის სანქციების ქვეშ არის. ის დარწმუნებულია, რომ სანქციები რუსეთისთვის სასარგებლოდ შემობრუნდება. “ჩვენ შიდა პრობლემებს მივხედავთ და საკუთარ საკითხებს გადავწყვეტთ. ისინი (სანქციები) დაგვეხმარება შინაგანად განვტკიცდეთ, რათა მერე ურყევები ვიყოთ. ისინი იმ პრობლემების გარშემო, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით არის, მთელ ერს, მთელ ხალხს უყრის თავს”, - თქვა ლუკაშენკომ.

მან მოუწოდა გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ, “რათა მერე არ გვისაყვედურონ, რომ სანქციების ამ ხელსაყრელი მომენტით არ ვისარგებლეთ”, - განმარტა პრეზიდენტმა.