დიმიტრი მედვედევი: „უკრაინისათვის გაზზე ნულოვანი ბაჟის გაუქმების გადაწყვეტილებას ვიღებ“
საქართველო, 4 აპრილი,
საქინფორმი. რფ-ის პრემიერ-მინისტრმა
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისთვის გაზზე ნულოვანი ბაჟის გაუქმების შესახებ. მისი თქმით, უკრაინისათვის გაზის საფასური პრეფერენციებისა და ფასდაკლების გარეშე დადგინდება.
აპრილიდან უკრაინამ ათასი კუბ/მ-ში 100 დოლარით მეტი - 485.5 დოლარი უნდა გადაიხადოს, - განაცხადა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.