სამართალი
განსასჯელის თხოვნით, რომელმაც დანაშაული აღიარა, საქმე განსაკუთრებული წესით განიხილებოდა - მტკიცებულებების შესწავლის და მოწმეთა დაკითხვის გარეშე. კანონის თანახმად, განსაკუთრებული წესის შემთხვევაში ბრალდებულს მიესჯება არა უმეტეს იმ ვადის ორი მესამედისა რაც ამ მუხლისათვის არის გათვალისწინებული რფ-ის სისხლის სამართლის კოდექსით.
დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს მოსკოვში, რუბლიოვის გზატკეცილზე. 2004 წლიდან ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა საქართველოში სამშობლოს ღალატისათვის. 2008 წლის აგვისტოში გორში ქართულმა მხარემ ის რუსეთს გადასცა 12 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სანაცვლოდ. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
გამოძიების მონაცემებით, მკვლელობის უშუალო შემსრულებელია საქართველოს მოქალაქე, 52 წლის გოჩა კვირიკაშვილი. როგორც გამოძიება ამტკიცებს, დანაშაულის ჩადენის მიზნით მან შექმნა ბანდა, რომელშიც შევიდნენ რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და გოჩა კვირიკაშვილის ძმისშვილი თორნიკე კვირიკაშვილი. მათი საქმეები გამოყოფილია ცალკე წარმოებაში და ასევე სასამართლოშია გადაცემული.