პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა

polit-2-tuskსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა, უპირველესად, ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, განიხილეს ეკონომიკური საკითხები და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის აუცილებელია განვითარდეს ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ მიმართულებით პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და უკრაინის კრიზისის შესახებაც იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზეც გაამახვილა.