სამართალი
უკრაინაში ევროკავშირის დახმარებით პოლიტიკური პატიმრებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებს ამზადებენ!

ukra-sam-2საქართველო, 4აპრილი, საქინფორმი. დონეცკის ოლქის ქალაქ ჟდანოვკაში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს რეგიონული საკონცენტრაციო მიგრაციული ცენტრის მშენებლობა დეპორტაციას დაქვემდებარებული პირების დროებით მოთავსებისთვის. დამკვეთი - მიგრაციის სამსახური, მენარდე - თურქული ფირმა, აფინანსებს ევროკავშირი. მშენებლობა მიმდინარეობს 2013 წლის ოქტომბრიდან, ფორსირებული ტემპით, გრაფიკის მიხედვით ობიექტი 2014 წლის აპრილში უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ფაქტობრივად მას ა.წ. მაისში ჩააბარებენ.

გვერდით არ არის არც ასფალტიანი გზები, არც შესაბამისი ხარისხის და რუსეთის საზღვრისკენ პირდაპირ მიმავალი რკინიგზა. მაგრამ 5 კმ-ის რადიუსში დახურული შახტები და ზუევის თბოელექტროსადგური მდებარეობს, იქ ნახშირზე გათვლილი ქვაბებია, რომელთა გამოყენება კრემატორიუმად შეიძლება.

მეორე ოსვენციმი - კარზეა მომდგარი, ეს არის ნიკოლაევის ოლქი, ვოზნესენსკის რაიონი, სოფელ მარტინოვკის მახლობლად, ასევე ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

პროექტი ინგლისურ ენაზეა, აშენებენ თურქები (მხოლოდ მუშები არიან ადგილობრივები). ფული ევროკავშირისაა, პირდაპირ მოდიან და ნაღდი ფულით იხდიან. ობიექტი ჩასაბარებლად თავდაპირველად 2015 წლის მაისისთვის მზადდებოდა, ახლა ვადად 2014 წლის მაისი დათქვეს.

ეს საკონცენტრაციო ბანაკები უკრაინის რუსულენოვანი მცხოვრებლების მაქსმალური კონცენტრაციის ადგილებში მდებარეობს და არა - სხვა ეროვნების ადამიანების. გამომდინარე ლოზუნგებიდან “Москалив - на ножи!», «Москаляку - на гиляку!” და ა.შ., აგრეთვე უკრაინაში 3 თვის განმავლობაში შეცვლილი სიტუაციიდან, შესაძლებელია ლოგიკური დასკვნის გამოტანა, რომ ეს ბანაკები რუსულენოვანი უკრაინელების და მათი ოჯახების კონცენტრაციის და რუსეთში დეპორტაციისთვის არის განკუთვნილი.

ხოლო თუ აქვე დავამატებთ ზუსტ ინფორმაციას მომავალი ამნისტიის შესახებ, რომელიც ბანაკებში დაახლოებით 80 ათას ადგილს გამოათავისუფლებს, და კანონპროექტს, რომლის მიხედვით “უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სეპარატისტულ მიტინგებში რფ-სთან შეერთების მოთხოვნით, ხელს შეუშლიან სამხედროების და ტექნიკის გადაადგილებას, აღიარებული იქნებიან ოკუპანტების ხელშემწყობებად, მათ უნდა ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა და მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში სახელმწიფო ღალატის გამო”, - საკითხი ალბათობის თანრიგიდან შესაძლებლობის დონეზე გადავა.

ღონისძიებათა კომპლექსის ფარგლებში შემოთავაზებულია უკრაინის მთელი მოსახლეობის დაყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად:

პირველი - “ნაციონალურ-პატრიოტული სექტორი” (დასავლეთის რვა ოლქის მცხოვრებნი და “პირები, რომლებმაც თავიანთი პატრიოტული შეხედულებები დაადასტურეს”);

მეორე - “გამოღვიძებული პატრიოტული სექტორი” (ცენტრალური ოლქების უკრაინულენოვანი მოსახლეობა);

მესამე - “პირობითად პატრიოტული სექტორი” (რუსულენოვანი რეგიონების “ლოიალური” მცხოვრებლები);

მეოთხე - “არასაიმედო სექტორი” (ანუ პირები, რომლებიც ექვემდებარებიან “ინტენსიურ აღზრდას ნაციონალური პატრიოტიზმის გაღვიძების მიზნით”), მათ შორის - “მოქალაქეები, რომლებმაც დროებითი იზოლაციის პირობებში თავი უკრაინული სახელმწიფოებრიობის აქტიურ მტრებად გამოავლინეს”.

წყარო: http://politikus.ru/events/print:page,1,16089-na-ukraine-gotovyat-konclagerya-dlya-politicheskih-zaklyuchennyh.html

ukra-sam-2-1 ukra-sam-2-2
ukra-sam-2-3 ukra-sam-2-4
ukra-sam-2-5 ukra-sam-2-6