საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 3 აპრილს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები დიდი სამამულო ომის დროს დასავლეთ უკრაინაში უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობის შესახებ.
დოკუმენტების მიხედვით, ბანდერელებმა ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებაში განსაკუთრებული თავგამოდება გამოიჩინეს 1944 წელს, როცა ომის ბედი გარკვეულწილად უკვე ნათელი იყო, ხოლო წითელი არმია ყველა ფრონტზე უტევდა.ასე მაგალითად, იმ დროისათვის უკრაინის 1 ფრონტის მთავარსარდლის გიორგი ჟუკოვის სახელზე დაწერილ მოხსენებით ბარათში აღწერილია დასავლეთ უკრაინაში ბანდერელების მიერ ჩადენილი უამრავი მხეცობა. ისინი არა მარტო ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ საბჭოთა ზურგში, არამედ აქტიურად ანადგურებდნენ მოსახლეობას, რომელიც ნაცისტების მხარეს არ გადავიდა. ასე მაგალითად, ვოლინის ოლქის სოფელ შჩენიატინში ბანდერელებმა 87 ადამიანი დახვრიტეს, რომელთა შორის იყვნენ საბჭოთა აქტივისტები და უკრაინის აღმოსავლეთი ოლქების მცხოვრებლები.
ამ დროს „უკრაინული არმია“ აშკარა ტერორს ეწეოდა, ქალებსა და ბავშვებსაც კი არ ინდობდა.
მაგალითად, 1945 წლის იანვარში ბანდერელების რაზმი თავს დაესხა გოროდნიცის (ჟიტომირის ოლქი). მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა ორგანოების ადგილობრივ განყოფილებებს სროლა აუტეხეს, რაზმის მონაწილეები ადგილობრივი სამხედრო კომისრის ბინაში შეიჭრნენ.
„მათ მხეცურად მოკლეს და აკუწეს მისი ცოლი და ოთხი წლის შვილი“, - მითითებულია დოკუმენტში. თავად ლეიტენანტმა ექვსი ბანდიტის მოკვლა მოასწრო და თავის გადარჩენა შეძლო.