აქტუალური
“განადგურებულია ათასობით პოლონური ოჯახი”

aqtual-2-mt-polskixსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბანდერელების საქმიანობის შესახებ ადრე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი განადგურებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის, პოლონელი მოსახლეობისაც. ასე მაგალითად, 1943 წლის 4 აგვისტოს სპეცშეტყობინებაში ლაპარაკია ვლადიმირ-ვოლინსკოეში პოლონელების მასობრივ მკვლელობაზე.

“ღვთისმსახურების დროს კოსტელში 11 ქსენძი მოკლეს და ქალაქის ქუჩებში -  ორ ათასამდე პოლონელი”, - მოწმობს დოკუმენტის ავტორი. ეს ყველაფერი გერმანული გარნიზონის მხრიდან ნებაზე მიშვების პირობებში მოხდა, გერმანულმა სარდლობამ მხოლოდ ანგარიშსწორების შემდეგ გამოაკრა განცხადება ბანდერელებთან საბრძოლველად ჟანდარმერიაში მუშაობის დაწყების მოწოდებით.

“გერმანია-პოლონეთის ომის პერიოდში უკრაინელმა ნაციონალისტებმა აქტიური როლი შეასრულეს ჯაშუშობის, პოლონეთის არმიის ზურგში დივერსიების ორგანიზებაში. ამ დამსახურებისთვის გერმანულმა სარდლობამ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრებს დასავლეთ უკრაინის ოლქებში, განსაკუთრებით გალიციაში მცხოვრებ პოლონელ მოსახლეობასთან ფიზიკურად გასწორების სანქცია მისცა”, - ნათქვამია რფ-ის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცენტრალური არქივის ერთ-ერთ დოკუმენტში.

aqtual-2-polskix-qvem