საზოგადოება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი სამამულო ომის წლებში ბანდერელების დანაშაულები ამხილა

sazogad-3-mt-banderaსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 3 აპრილს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის საიტზე გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები დიდი სამამულო ომის წლებში დასავლეთ უკრაინაში უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობის შესახებ.

როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, შემოთავაზებულ სერიაში იმ ისტორიული დოკუმენტების ორიგინალებია, რომლებიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის იყო მისაწვდომი.

მათ შორისაა წითელი არმიის სამხედრო მოსამსახურეების და უკრაინელ პარტიზანთა ლიდერების პატაკები, რომლებიც უკრაინაში ნაციონალისტური მოძრაობის ჩასახვას და განვითარებას, ნაცისტებთან მის პარტნიორობას და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას ამხელს. იქვე შეიძლება წაიკითხოთ წითელ არმიასთან ნაციონალისტების შეიარაღებული ბრძოლის ტაქტიკაზე და ბანდერელების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების შემთხვევებზე.

sazogad-3-bandera-qve-1
sazogad-3-bandera-qvem-2