პუბლიკაციები
საქინფორმი - სპეციალურად ევროქართველებისათვის: „ევროკავშირში ბალტიის ქვეყნების ინტეგრაციის შედეგები“. წაიკითხეთ ეს, სანამ ევროკავშირში შეხვიდოდეთ!

e-mt

საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგები თანამედროვე პირობებში ბალტიის ქვეყნები „სოციალიზმის ვიტრინიდან“ თავისებურ დეპრესიულ ზონად გარდაიქმნენ. თანამედროვე პირობებში ამ ქვეყნებიდან აქტიურად გარბის ახალგაზრდობა, ძლიერდება ულტრანაციონალისტური მოძრაობები, ეცემა ცხოვრების დონე, სტაბილურად მაღალია უმუშევრობის, ინფლაციის დონე, მატულობს კვების პროდუქტების და ენერგორესურსების ფასები. 

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ყველაზე უფრო განვითარებული იყვნენ. დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მსოფლიოს განვითარებული მრეწველობის ქვეყნებს არ ჩამორჩებოდნენ, თუმცა, ამავე დროს, სსრკ-ის მისახლეობის მხოლოდ 1%- შეადგენდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ 1991-დან 2004 წლამდე პერიოდში ბალტიის სახელმწიფოების ცხოვრების ყველა სფეროში ორიენტაციის შეცვლის პროცესი მიმდინარეობდა. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნისას ჩამოყალიბებული როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების ნგრევით. ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი  2004 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირში და ნატოში ბალტიის ქვეყნების შესვლით დამთავრდა. ბალტიის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ყველაფერთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა, რაც განპირობებული იყო რიგი პოლიტიკური და ეროვნებათაშორისი წინააღმდეგობების გამწვავებით, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებით. რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში შესვლის დამანგრეველი შედეგების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისწრაფება, ევროკავშირში ნებისმიერ ფასად შესულიყვნენ. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური შემადგენლების შელახვა შიდა კონკურენტუნარიანობის მომატების, ნაციონალური ინვესტორების სტიმულირების, ეროვნული მწარმოებლის და ექსპორტიორის მხარდაჭერის და ა.შ. საზიანოდ.

დამოუკიდებლობის მოპოვების და ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა მთელი თავისი ეკონომიკური პოტენციალი დაკარგეს და განვითარების დონით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ

e-2

ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მათი ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ვითარდება და საგრძნობლად არის დამოკიდებული კრედიტების სახით საერთაშორისო დონორული დახმარების მიღებაზე. ასეთი სიტუაცია იმას უკავშირდება, რომ ევროპას ბალტიის ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები არ სჭირდებოდა, ამიტომ ამ ქვეყნებმა, მათი ხელმძღვანელების არაშორსმჭვრეტელობის და ევროკავშირის ამორფულობის მიზეზით, ოდესღაც ძლიერი ეკონომიკური პოზიციები დაკარგეს და ტრანზიტზე და მომსახურების სფეროზე ორიენტირებული გახდნენ. ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელი არ შეუწყვია ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარებისთვის, პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახა სოციალურ სფეროზე.

ბალტიის სახელმწიფოებში ლიკვიდირებული იქნა ან პროფილი შეეცვალა წარმოებათა უმრავლესობას, მათ შორის - სამეცნიეროს. ასე მაგალითად, სსრკ-ის შემადგენლობიდან ლატვიის გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში ლიკვიდირებული იქნა მსხვილი საწარმოების უმეტესობა, როგორიცაა VEF, ალფა”,RAF და სხვები. ამგვარი ნაბიჯის მიზეზად მათი არაკონკურენტუნარიანობა მიიჩნეოდა. 

გარდა ამისა, ლატვიაში პრაქტიკულად მთლიანდ შეწყდა თევზჭერა და თევზის გადამუშავება, საგრძნობლად დაზარალდა საფეიქრო მრეწველობა, შაქრის წარმოება, ტყავის გადამუშავება და ფეხსაცმლის გამოშვება.

ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა ხის გადამამუშავებელ და მსუბუქ მრეწველობაზე, რომლის ბევრი საწარმო 1980-იან წლებში საბჭოთა ბიუჯეტის ხარჯზე ტექნოლოგიურად მოდერნიზებული იქნა. ტყის ჩეხა პრაქტიკულად არ კონტროლდებოდა, ხეტყის პროდუქციის დაახლოებით 90% ექსპორტზე გადიოდა.

ძალიან ძლიერი იყო პოლიტიკური ფაქტორი - რუსეთისაგან ყველანაირად გამიჯვნის სურვილი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ, რამაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის გაუაზრებელ პოლიტიკამდე მიგვიყვანა და პრაქტიკულად მთელი ეკონომიკური სფერო (70-80%) უცხო ხელში გადასცა.

 

e-3

ბალტიის ქვეყნები ინფლაციასა და ჩრდილოვან ეკონომიკაში ევროკავშირის ლიდერები გახდნენ

ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში შესვლიდან ორი წლის შემდეგ ინფლაციის ზრდა დაფიქსირდა. 2007 წელს ლატვიაში საშუალო წლიური ინფლაცია 10.1% იყო, ესტონეთში - 6.6%, ლიტვაში - 5.7%. ლატვია ინფლაციის დონით ევროკავშირის ლიდერი გახდა. ამ ქვეყნებმა 2008-2012 წლების შედეგების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის საკმაოდ მაღალი ინფლაცია აჩვენეს.

ევროკავშირში შესვლამ ირიბად გამოიწვია ის, რომ ბალტიის ქვეყნები ჩრდილოვანი ეკონომიკის წილით ევროკავშირის ლიდერები არიან. იოჰან კეპლერის სახელობის უნივერსიტეტის (ავსტრია) გამოკვლევის თანახმად, ლიტვის ეკონომიკის 29%, ესტონეთის ეკონომიკის 28.6% და ლატვიის ეკონომიკის 26.5% “ჩრდილშიიყო. ჩრდილოვანი ეკონომიკა ყალიბდება გადასახადების გადაუხდელობით, შემოსავლების დაფარვით, კონტრაბანდით, ნარკობიზნესით, ფიქტიური ფინანსური ოპერაციებით და ა.შ. მიღებული შემოსავლებით.

ბალტიის ქვეყნებში შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტებში საგადასახადო შენატანების კლების კონსტატაცია. მაგალითად, ლატვიის ბიუჯეტს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საგადასახადო შენატანების 18-დან 30 პროცენტამდე დანაკლისი ჰქონდა, რაც ბალტიის ქვეყნებს შორის უმსხვილეს ვარდნად იქცა. ამასთან, ესტონეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შენატანების თითქმის 12 პროცენტი დაკარგა, ლიტვის ბიუჯეტმა - 17 პროცენტი. საგადასახადო მოსაკრებლები ბალტიის ქვეყნებში 2010-2012 წლებში საგრძნობლად შემცირდა, სხვადასხვა მონაცემით, ლატვიაში - დაახლოებით მილიარდი ევრო, ლიტვაში მილიონზე ოდნავ მეტი, ხოლო ესტონეთში - დაახლოებით მეოთხედი მილიონი ევრო.

ამასთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში საგრძნობლად გაიზარდა საგადასახადო ტვირთი. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟის სიუხვე ფორმალურად ხელს არ უწყობს მეწარმეთა და სახელმწიფოს ინტერესების ბალანსს და სახელმწიფო ხაზინის ეფექტიანად შევსებას. ამჟამად ლატვიაში გროვდება ყველა გადასახადის არა უმეტეს 60-65%, რაც სხვა ქვეყნების დონეზე ნალებია.

ბიუჯეტში გადაუხდელობის უზარმაზარი ზომები მეტყველებს, რომ მეწარმეები გადასახადების ტარიფს აღიქვამენ, როგორც უსაზომოს და უსამართლოს.

 

ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დაეცა, კვების პროდუქტები, ყოველდღიური მოთხოვნის საგნები და წამლები გაძვირდა

e-4

ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში შესვლამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ სახელმწიფოების სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელებზე. ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის შაქრის რეფორმა”, რომელმაც ლატვიაში შაქრის წარმოების დარგის ლიკვიდაცია გამოიწვია.

გარდა ამისა, ბალტიის სახელმწიფოების სასოფლო-სამეურნეო წარმოებებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ევროკავშირის ქვეყნებისათვის დოტაციების სიდიდეში სხვაობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ბალტიისპირელი აგრარიების კონკურენტუნარიანობაზე. მსხვილი მეურნეობების ზრდის დასაჩქარებლად და ევროპელი მიმწოდებლების საქონელზე ბალტიის ქვეყნების ორიენტაციის გადასატანად ევროკავშირმა წელიწადში 1.5 ათასი ევროს გადახდა შესთავაზა შემდეგი პირობით - უარი თქვან წვრილ მეურნეობებზე და ამით სტიმული მისცენ წვრილი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებისგანადგურებას”, რომლებსაც, არსებითად, პირველი აუცილებლობის საგნების მაღაზიებში ყიდვა შესთავაზეს, სადაც თავიანთი პროდუქცია მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს შეაქვთ, ისიც, მეტწილად, არა ადგილობრივი წარმოების! მაგალითად, ლიტვის სოფლის მეუორნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად 1.5 ათას ევროს ქვეყნის სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის სოფლად მცხოვრებთა თითქმის ნახევარი იღებს.

ბალტიის ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის ნეგატიურ შედეგებს შორის შეიძლება გამოიყოს კვების პროდუქტებზე, ყოველდღიური მოთხოვნის საგნებზე და წამლებზე ფასების ზრდა. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა ბევრი სახელმწიფო პროექტის შესრულების ღირებულება, რამაც ასახვა ჰპოვა იმაში, რომ რეგიონის სახელმწიფოებს მათი დასრულებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა ევროკავშირისთვის მოუხდათ.


e-5

ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა, საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

ბალტიის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაცია უარყოფითად აისახა მოსახლეობის დასაქმებაზე. ასე მაგალითად, ესტონეთში უმუშევრობა 4.7%-დან 14.6%-მდე გაიზარდა, ლიტვაში - 4.3%-დან 17.3%-მდე, ხოლო ლატვიაში - 6.0%-დან 17.1%-მდე. Eurostat-ის სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონემ ლატვიაში შეადგინა 16.2%, ლიტვაში - 15.6%, ესტონეთში - 12.8%, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 9.5% პირობებში). 2011-2012-2013 წლებში უმუშევრობა ბალტიის ქვეყნებში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ რეგიონის ქვეყნების ნაციონალური სტატისტიკა არ ითვალისწინებს ასობით ათას ადამიანს, რომლებიც სამუშაოდ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და სკანდინავიის ქვეყნებში გაემგზავრნენ.

უმუშევრობის დონე მაღალი რჩება 24 წლამდე ახალგაზრდებშიც: ლიტვ





E-mail: saqinform@mail.ru