სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი სასამართლო სისტემა“

sasamartloSi-sam-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრებს მართავს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრა, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ გაფართოებული შეხვედრა შედგა.

პრემიერმა უშუალოდ მოსამართლეებისგან მიიღო ინფორმაცია სასამართლოს მუშაობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა სასამართლოსადმი ნდობის აღდგენაზე ილაპარაკეს და პრემიერს სარჩელების დაკმაყოფილების სტატისტიკა გააცნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტი  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და გავცვალეთ ჩვენი ხედვები. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი  სასამართლო სისტემა", - განაცხადა პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

sasamartloSi-sam-3-1