საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ვალის გამო პაატა პაპალაშვილმა თავი ჩამოიხრჩო

tavis-chamoxrchobaდღეს დილით საქინფორმს კახეთის კორესპონდენტმა აცნობა, რომ გუშინ, საღამოს, თელავში საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა პაატა პაპალაშვილს 320 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

„320 000 ლარი ჯარიმა დააკისრეს, მაშინ, როცა მაღაზიაში ნაშთი 70 000 ლარია. როგორ უნდა გადაეხადა? თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ქვისლისთვის უთქვამს, თავი უნდა მოვიკლა, ამდენი ვალის გადახდა არ შემიძლიაო“, - აღნიშნა მაღაზია „დელფინის“ თანამშრომელმა რომა სულხანიშვილმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას. „საღამოს 6 საათის შემდეგ „დელფინში“ მოსულა, კარი შიგნიდან ჩაუკეტავს და თავი ჩამოუხრჩვია. მანამდე ახლობლისთვის დაურეკავს, ცუდად ვარ და მომხედეო. როცა ის მისულა, პაატა უკვე ჩამომხრჩვალი ყოფილა. ალბათ, იმიტომ დარეკა, რომ გარდაცვლილი ეპოვათ“,- განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა ეთერ ჯეირანაშვილმა. შემოსავლების სამსახურის კახეთის რეგიონალურ სამსახურში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.