საზოგადოება
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი პოლონელ კოლეგა სტანისლავ კოზეის შეხვდა

irina-saz-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში თავის პოლონელ კოლეგას, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს სტანისლავ კოზეის შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობა იყო. მათ შორის, საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატისა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე. ირინა იმერლიშვილი და სტანისლავ კოზეი შეთანხმდნე, რომ ორ უწყებას შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.

irina-2-saz-2