აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა“

gza-akt-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩქაროსნული გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

პრემიერის განმარტებით, ასეთი გზის არარსებობა წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის დასრულებისთანავე გამარტივდება სატრანსპორტო გადაზიდვები, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილება უსაფრთხო გახდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს და, ამავე დროს, გაამარტივებს მიმოსვლას მეზობელ თურქეთთან.

ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით და საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

gza-akt-3-1