უცხოეთი
გაგაუზიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს მოლდოველი მიგრანტებისათვის რფ-ის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივება სთხოვა

gagauziaსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. გაგაუზიის ხელმძღვანელმა მიხაილ ფორმუზალმა და გაგაუზიის სახალხო კრების სპიკერმა დიმიტრი კონსტანტინოვმა წერილობითი თხოვნით მიმართეს რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

წერილში გაგაუზიის ხელმძღვანელი და სახალხო კრების თავმჯდომარე რუსულ მხარეს გულწრფელ მადლობას უხდიან მოსკოვში გაგაუზიის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ორგანიზებისთვის, რომელიც 25-27 მარტს გაიმართა. როგორც აღინიშნა, რუსეთის დედაქალაქში განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი რფ-ის ტერიტორიაზე ასობით ათასი მოლდოველი მუშის ყოფნა და, ასევე, რფ-ის კანონმდებლობის მოდიფიკაციით განპირობებულ ახალ პირობებთან მათი ადაპტაციის აუცილებლობა იყო.

„აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად მიგვაჩნია მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის იმ სტატუსის მინიჭება, რომელიც მათ რუსეთის სახელმწიფოს სოციალური გარანტიების გამოყენების საშუალებას მისცემს... მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ მოლდოვას მცხოვრებლებისათვის რფ-ის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა გამარტივებული პროცედურებით“, - ნათქვამია წერილში.