სამართალი
IRI-ს მედიარეიტინგი: ტელეიმედი - 88%, „რუსთავი 2“ – 87%, „მაესტრო“ – 21%

mediaსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა, გამოკითხულთა 97% ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს. მეორე ადგილზეა პირადი კონტაქტები, მესამეზე - ინტერნეტი - 29 პროცენტით, მეოთხე ადგილს 23 პროცენტით პრესა იკავებს, რადიო კი 11 პროცენტით მეხუთეზეა. „ფეისბუქით“ ინფორმაციას მხოლოდ გამოკითხულთა 9% იღებს.

რესპონდენტთა 16% „კვირის პალიტრას“კითხულობს,  12% კი მის ინფორმაციას ენდობა. მეორე ადგილზეა „ასავალ-დასავალი“, რომელსაც 9% კითხულობს, ხოლო 5% ენდობა. მესამე ადგილზეა „ალია“, შესაბამისად 2 და 1 პროცენტით.

გამოკითხულთა 77% არცერთ გაზეთს არ კითხულობს, 80% კი საერთოდ არ ენდობა პრესას.

გამოკითხულთა 88% რეგულარულად „იმედს“ უყურებს, 30% მას ენდობა. „რუსთავი 2“-ს 87% უყურებს და 34% ენდობა. მესამე ადგილი 21%-ით, ტელეკომპანია „მაესტროს“ უკავია. მეოთხეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც 36% უყურებს, ინფორმაციას კი მხოლოდ 3% ენდობა.

„კურიერს“ გამოკითხულთა 38% უყურებს. მომდევნო ადგილზეა „ქრონიკა“- 32% და „მაესტრო“ – 20%.

ტოქშოუების რეიტინგებში ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ ლიდერობს. მას გამოკითხულთა 31% უყურებს. მომდევნო ადგილზეა ნინო შუბლაძის „პოზიცია“ – 28%, ხოლო „სუბიექტური აზრი“ 10%-ით, მესამე პოზიციაზეა.

IRI-ის გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.