საზოგადოება
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება.
გამოკითხულთა 16%-ის აზრით, აგრესია დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს, 7% ფიქრობს, რომ დასრულდა და აღარ განახლდება. რესპონდენტთა 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ს გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.