პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი თომას ჰამარბერგს შეხვდა

pol-1-hamarbergiსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 1 აპრილს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში,  თომას ჰამარბერგს შეხვდა. მხარეებმა  ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოს ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს.

როგორც შეხვედრაზე  პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. მან  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თომას ჰამარბერგს ამ   მიმართულებით საქართველოსათვის გაწეული დახმარების გამო.