პუბლიკაციები
“სწორედ იქ, თამარის შავ მურყვამთა შორის უნდა მოვტყნა მოტყინარე ტყვნითა!” - ნაწყვეტები ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებიდან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემდიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა შესთავაზა...

analit-2-qarumiZeსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. წყარო - მელია ტულეფია: foxtrot
„საბანი გადაიხადა და წამომდგარ სირს დახედა: დასაბამიერი, თაურმდგომი ასო, ჭეშმარიტი „ალფა“, ხოლო ყვერები „ომეგასაებრ“ მომრგვალებულნი: ალფა და ომეგა! დასაბამი და დასასრული! ნაწილი (სირი), რომელიც მთელს (შაქროს) მოიცავს და მთელი (შაქრო), რომელიც ნაწილში (სირში) განსრულდება იდუმალის დიალექტიკით!“

 „ამასობაში კი სირმა, როგორც დირიჟორის ჯოხმა, ერთის გზნეულის მოძრაობით, შაქროს შიგადის ორკესტრი მონუსხა და მის ტანს ხურუშის ტალღამ ისე დაუარა, როგორც რომ ბეთჰოვენის საფორტეპიანო-საკონცერტო ინტროდუქციამ! სირი კი არა, მეტალურგიული ქარხნის ახალგაზრდა ინჟინერია, სარკესთან მდგარი, ახლადგაპარსული... სირი კი არა, ტატლინის კოშკია - ძეგლი „მესამე ინტერნაციონალისა“ და ჭეშმარიტი „ჟან კრისტოფია“ რომენ როლანისა - უდახვეწილესი თხზულება! სირი, როგორც ცხენი პატმოსის კუნძულიდან...“

„საქართველო - ცივილიზებული დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის ბოსტანში გადმოგდებული კენჭი!“ - ტვინის მარცხენა ჰემისფეროში აღმოცენებული ამ მეტაფორით შაქრომ მარჯვენა ყვერი მოიფხანა, მერე ლოგინში ჩაცურდა, ხელები თავქვეშ ამოიდო, გაიზმორა და მთქნარებაც ზედ მიაყოლა.“

„შაქრო კვლავ საწოლზე წამოჯდა. ამ ღამით ისევ სვანეთი ესიზმრა: სვანეთი, თავისი მთავარი მისტერიით - მელია-ტულეფია...“

„აქ კვლავ რუსის ქალის შიშველი ხორცები წარმოუდგა ეროტიულის სიმძაფრით: ერთხელ ნადიასთან ერთად სულ რომ გაშიშვლდნენ და „ფოქსტროტი“ წაიცეკვეს, მერე ლოგინზე რომ გადაგორდნენ, ბღლარძუნ-ბღლარძუნით... და კვლავ დაუქნია შაქროს სირმა დირიჟორის ჯოხი მისი შიგადის სიმფონიურ ორკესტრს... მზის ხურუში და მზის თესლი! და ივნისის ამ დილას შაქრო კარმელმა მუჭურით დაიცხრო მოძალებული ჟინი სექსუალობისა, გვერდზე გადაბრუნდა და ისევ დაიძინა...“

„ჰო, ბევრს ეწამა მოყვითალო ლიმონისფერი ტანი ჩემი... ბოქვენზე ბუჩქის შავი გადახლართული კულულები - მშიერი მამის გარშემო ათასები - დაისაპნა... სოლომონის გასაღები - ჩუჩა - გადაიწია და ჩენჩოსაც საპონი მოუსალბუნა. და ვწვდი იმ ძაღლსა წინდაცვეთილსა და დავკალ, აი, ასე... ესეც ასეეე... ეს ადგილი მუდამ სუფთა უნდა იყოს. ბედუინისა არ იყოს - ჩუჩა რომ არა აქვს, მის ცოლებსაც ამიტომ არ ემართებათ საშვილოსნოს ყელის კიბო. ქალებსაც აჭრიან თურმე რაღაცას - ვაგინოექტომია, დანის პირივით ბასრი ქვის მოსმით ჩამოათლიან, მერე აქლემზე ჯდომით იშუშებენ. სასირცხო ბაგემოჭრილი - ბაგედახშული უსიტყვო ქალები, რომ გათავებას მუღამი არ გაუგონ და არ გაბოზდნენ. კვლავაც ის ტალღა წამოვიდა - საზარდულში წვენთა მიდამომქცევი... ვცდი სოლომონის გასაღებს, ეგება ვძლიო ამ ჯოჯოხეთურ ძალას!.. არ სცადა - გზასაცდენილი ხურვა საპნიან წყალს გააყოლა... შხაპში დგომისას მოფსმა ფეხის სოკოს უხდებაო, ვინა თქვა?.. ამას, როგორც წესი, ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ უხმოთა ფსამენ... ესეც იმისი ნათქვამია... ჰოდა, შენც მოფსი, ოღონდ ნუ იტყვი... რამეთუ იცი, იყუჩე...“

„სწორედ იქ, თამარის შავ მურყვამთა შორის უნდა მოვტყნა მოტყინარე ტყვნითა!..“