უცხოეთი
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. „ლუკოილი“ 90 მლრდ დოლარს მიიღებს ერაყული ნავთობის მოპოვებისთვის. ეს კომპანია ერაყის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადოს ერთადერთი უცხოელი მფლობელი გახდა.
ღონისძების გახსნის ცერემონიაში, რფ-ის სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, მონაწილეობა მიიღეს რფ-ის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა, ერაყის ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის საკითხებში ჰუსეინ ალ-შაჰრისტანმა, ერაყის ნავთობის მინისტრმა აბდელქერიმ ლუეიბიმ და „ლუკოილის“ პრეზიდენტმა ვაგიფ ალეკპეროვმა.ტოპ-მენეჯერმა ანდრეი კუზიაევმა აღნიშნა, რომ „ლუკოილის“ წილად საბადოზე მოპოვებული ნავთობის მოცულობის დაახლოებით 10 მლნ ტონა მოდის, საიდანაც ნავთობის 75% ხანგრძლივვადიანი კონტრაქტებით გაიყიდება. გაყიდვის მთლიანი თანხა კი 90 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტში საერთო ინვესტიციების მოცულობა 38-40 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 4 მლრდ უკვე დაბანდებულია კომპანიის მიერ.
შეგახსენებთ, რომ ნავთობმომპოვებელი „ზაპადნაია კურნა-2“ ერთ-ერთი უდიდესია ერაყში. მისი მარაგი 13 მლრდ ბარელს აღწევს.