სამართალი
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ საკუთარ სახლში დაკითხეს.
როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს წიკლაურის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, საქმე აღძრულია 120-ე მუხლით. "მას თავს დაესხა რამდენიმე პიროვნება, სასტიკად სცემეს და ცდილობდნენ მის გატაცებას. აქედან გამომდინარე, დანაშაული არის გაცილებით მძიმე და ვიმედოვნებთ, რომ ეს კვალიფიკაცია შეიცვლება. ასევე არის არაერთი თვითმხილველი, ფაქტი, დაფიქსირებულია ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომლითაც თავს დაესხნენ და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ძალიან ბევრია, ვიმედოვნებთ, საქმეს პროკურატურა მალე გახსნის", - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.