სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „არ ვაპირებ, შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი“

irakliსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. “ამგვარი საქმეების გამოუძიებლობა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს. წინასწარ დასკვნის გამოტანა არ იქნება სწორი. მე ინფორმაცია მოვისმინე ამ დილით, ეს, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი. მე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის კომენტირებისას.

მან ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში, ათონელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის თაობაზე  და აღნიშნა, რომ  ოფისის შეცვლას არ აპირებს.

"მე მაქვს ძალიან კარგი ოფისი, არ ვაპირებ შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი, საკმარისზე მეტი ფართი მაქვს", - განაცხადა პრემიერმა.