პოლიტიკა
ოქრუაშვილი ქართული ოპოზიციური ფლანგის გააქტიურებას სკეპტიკურად უყურებს

oqruash4"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ ’’წარმომადგენლობით სახალხო კრებას’’ სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ კრება საზოგადოებას იმედგაცრუებულს დატოვებს . "ძალიან ვწუხვარ, რომ 25 ნოემბერს კიდევ ერთი "საპნის ბუშტი" გაიბერება და ხალხი კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული წავა სახლში, საერთოდ თუ გამოვიდა ვინმე", - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ოქრუაშვილს სჯერა, რომ საზოგადოების ის ძალიან დასაფასებელი ნაწილი, რომელიც კრებასთან არის ასოცირებული, გულითაა მოწადინებული, ქვეყანაში უბედურება დამთავრდეს, მაგრამ, როგორც აღნიშნავს, მხოლოდ მათი ძალისხმევა, პოლიტიკური სპექტრის გარეშე, ფუჭი იქნება. ამ დრომდე უცნობია, როდის დაბრუნდება ოქრუაშვილი საქართველოში. ქართველი სამართალდამცავების მტკიცებით კი, ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებენ.