«რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პეტრე დევრიშიძე წარსულში საქართველოს უშიშროების აგენტი იყო». ამის შესახებ “მოსკოვსკი კომსომოლეცს” აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ბაკურიძემ განუცხადა. ბაკურიძე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა მაშინ, როდესაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
ბაკურიძეს თქმით, მან პირადად აიყვანა დევრიშიძე უშიშროებაში და მისი კურატორი იყო 1999-2004 წლებში, სანამ საქართველოს არ დატოვებდა. დევრიშიძე “რუსოს” ფსევდონიმით იყო ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, დევრიშიძე აჭარის კუდ-ის უფროსის - თემურ პატარიძის ნათესავია, რომელიც ჯაშუშების გამოვლენის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. “მოსკოვსკი კომსომოლეცის” ინფორმაციით, პეტრე დევრიშიძე უშიშროებასთან ისევ თანამშრომლობს. სპეცოპერაციაში იგი პროვოკატორის ფუნქციას ასრულებდა და სხვა ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ჩვენებები მისცა. “დევრიშიძე დროებით დააკვეს, თუმცა მალე გაათავისუფლებენ”, – დარწმუნებულია ბაკურიძე. შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ 13 მოქალაქე დააკავა, რომელთაგან - 4 რუსეთის მოქალაქეა.