საზოგადოება
თელავის ტელევიზიის დირექტორს ესროლეს

srolaთელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორს გენრი კობახიძეს გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა ესროლეს. სროლის შედეგად კობახიძის მეგობარი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, კობახიძეს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა.

როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა თელავიდან გვაცნობა, გენრი კობახიძე ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს. თელავის ტელევიზიის დირექტორი აპირებს სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს. ჯერჯერობით გაურკვეველია, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ქოქიაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი შოთა ბეჟანიშვილი და კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.