აქტუალური
საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გუბერნატორების სამთვიანი მუშაობის ანგარიში განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ რაიონში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.გარდა ამისა, პრემიერ–მინისტრი საგაზაფხულო ხვნა–თესვის პროგრამითაც დაინტერესდა.
სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.