პოლიტიკა
ზვიად გამსახურდიას შვილები: „მამისადმი ჩვენს ვალდებულებას არ ვიხდით მხოლოდ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი!“

gamsaxurdiaსაქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის  გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნით ზვიად გამსახურდიას შვილები  ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

ჩვენ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა, დღეს, 2014 წლის 31 მარტს გადავწყვიტეთ, საქართველოს პირველი პირების სახელზე და ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის და სახალხო დამცველის სახელზე შევიტანოთ განცხადება, რათა ზვიად გამსახურდიას საქმეზე აღძრული საქმე გაგრძელდეს და მიყვანილ იქნეს ლოგიკურ დასასრულამდე, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

“ჩვენ ახლა როგორც შვილები  არ ვაკეთებთ ამ განცხადებას და მამისადმი ჩვენს ვალდებულებას არ ვიხდით მხოლოდ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ამ კაცს თითქოს არაფერი   გაუკეთებია, არც ყოფილა ამ ქვეყნად და თითქოს სიცოცხლის უფლებაც არ გააჩნდა. როგორც მახსოვს, 2011 წელს დაიდო დასკვნა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა, მაშ რაღა იყო, თუ არა მკვლელობა?“,- აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.