სამართალი
საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გიგო ძ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, ასევე 5 ხელყუმბარა და 5 ფალია ამოიღეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1 ნაწილით).