დღეს ზვიად გამსახურდიას 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
საქართველო, 31 მარტი,
საქინფორმი. დღეს, 2014 წლის 31 მარტს, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის და ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ნაჩვენები იქნება კადრები არქივიდან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, მოგონებებით გამოვლენ პრეზიდენტის თანამოაზრეები. მსახიობები სცენაზე ზვიად გამსახურდიას ნაწარმოებებს გააცოცხლებენ, შესრულდება კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რამდენიმე ნაწარმოები. თეატრის ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა.
თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივით წესდება ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა ლიტერატურის, მეცნიერებისა და პუბლიცისტიკის სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. საიუბილეო საღამოს მსვლელობისას პრემიის პირველ ლაურეატებს გადაეცემა.
ღონისძიებაზე დასწრება მოხდება მოსაწვევებით, რომელთა მიღება შესაძლებელია მისამართზე: ყაზბეგის გამზ. №12ა ტელ: 597 35 22 88