პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოს მძიმე კითხვებს გაურბის, რითაც არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ მთელი მსოფლიოს ეჭვებს აძლიერებს”

polit-1საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში, დისტანციურ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის უარის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ალტერნატიული მეთოდით დაკითხვაზე უარით მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება.

როგორც მან  აღნიშნა, პროკურატურა მოქმედებდა კორექტულად, კანონის ფარგლებში, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა იგნორირება გაუკეთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს და არც ალტერნატიული დაკითხვის ფორმას დათანხმდა.

მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მას ეშინია და გაურბის მძიმე კითხვებს. მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას დღეს თუ ხვალ მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მას მოუწევს, უპასუხოს სხვა კითხვებსაც, ვინაიდან ის, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. მოხდა 300 ათასი ადამიანის გასამართლება, ათასობით ადამიანს წაერთვა ბიზნესი და სახლები, უამრავი ადამიანი გახდა წამების მსხვერპლი და ბევრი გახმაურებული მკვლელობა, რომლებზეც გამოძიებას პასუხები სჭირდება. ჩვენ ვართ თანმიმდევრული. იგივე ჟვანიას საქმის ირგვლივნაციონალებისმიერ წამოწყებული ისტერიკა სრულიად გაუგებარია. პირველ რიგში, ისინი უნდა იყონ დაინტერესებული, რომ გამოძიება წარიმართოს მშვიდ ვითარებაში და გამჭვირვალედ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მას აქვს სრული დასტური პროკურატურისგან, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა.